სპირულინა — ბუნებრივი სუპერფუდი ყოველდღიური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად 🌿

სპირულინა — ბუნებრივი სუპერფუდი ყოველდღიური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად 🌿

რა არის სპირულინა?

სპირულინა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბუნებრივი საკვები დანამატია. მას ხშირად „სუპერფუდსაც“ უწოდებენ, რადგან შედარებით მცირე რაოდენობაშიც მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების წყაროა.სპირულინა მოლურჯო-მომწვანო მიკროორგანიზმია, რომელიც საკვები დანამატის სახით ძირითადად ფხვნილის, ტაბლეტების ან კაფსულების ფორმით გვხვდება. მისი ერთ-ერთი მთავარი თავისებურება ცილის მაღალი შემცველობაა. გარდა ცილისა

რას შეიცავს სპირულინა?

  • სპირულინა ტაბლეტებში ცნობილია თავისი მდიდარი და ორგანიზმისთვის სასარგებლო შემადგენლობით. სპირულინის შემადგენლობაში შედის შემდეგი ნივთიერებები:
    ✔ ფოლიუმის მჟავა . ეს ნივთიერება აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, შინაგანი ორგანოების ჰარმონიული მუშაობისა და ჰემოგლობინის დონის სტაბილიზაციისათვის.
    ✔ კაროტინი (პროვიტამინი A). ეს ვიტამინი იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან და წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს. იგი აუცილებელია ორგანიზმის იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისა და კარგი მხედველობისთვის.
    ✔ ფიკოციანინი: ეს ფერმენტი წარმოადგენს სპირულინის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს, რის გამოც მას აქვს სუსტი მოლურჯო ფერი. ნივთიერება თითქმის არ გვხვდება ბუნებაში და ამ უნიკალური წყალმცენარეში კი დაახლოებით 20% შეადგენს. ფიკოციანინი არეგულირებს ღეროვანი უჯრედების ფუნქციებს, აძლიერებს იმუნიტეტს და გამოიყენება პროფილაქტიკისთვის ონკოლოგიასა და სისხლის დაავადებების სამკურნალოდ.
    ✔ B ვიტამინების კომლექსი.
    ტვინის და ნერვული უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ეს ვიტამინები მეტად მნიშვნელოვანია. სპირულინაში შედის B ვიტამინების სრული კომპლექსი. B ვიტამინები აუცილებელია ნერვული სისტემის აღსადგენად, მხედველობის, და სხვა ორგანოებისათვის, მათი დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა, გაღიზიანება და უშვილობა.
    ✔ ცისტინი. ამ ამინომჟავის დეფიციტს ყველაზე ხშირად ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი განიცდის. ფერმენტი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს და მონაწილეობს სისხლის გაწმენდის პროცესში, გამოდევნის ტოქსინებს, წიდებსა და მძიმე მარილებს ორგანიზმიდან.
    ✔ იოდი და რკინა. მოსახლეობის დაახლოებით 90% ამ ნივთიერებების დეფიციტს განიცდის. მათი ნაკლებობა იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, იღღვევა ზოგიერთი შიდა ორგანოებისა და ნერვული სისტემის მუშაობა.
    ✔ არგინინი: ასუფთავებს სისხლს ტოქსიკური ნივთიერებებისგან, ხელს უწყობს ორგანიზმში წიდების შლას, ზრდის ლიბიდს.
    ✔ გამა-ლინოლინური მჟავა: არის კარგი საშუალება ართრიტის პრევენციისა და მკურნალობისთვის. იშვიათი ბუნებრივი ინგრედიენტი, რომელიც ასევე გვხვდება დედის რძეში. აუმჯობესებს უჯრედულ მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს ეპიდერმისტული უჯრედების სწრაფ განახლებას და უჯრედების შეხორცებას. ხელს უშლის აკნეს წარმოქმნას.
    ✔ ქლოროფილი არის ბუნებრივი გამწმენდი საშუალება. ქლოროფილი ხელს უწყობს ტოქსინების და შლაკების გამოყვანას და ორგანიზმის ეფექტურ გაწმენდას.
    ქლოროფილი, რომელიც სპირულინში ასე დიდი რაოდენობითაა, ხელს უწყობს ღვიძლის, თირკმლებისა და სისხლის ტოქსინებისგან გაწმენდას და თავისუფალი რადიკალების ზეგავლენის შემცირებას.
    ✔ გლუტან მჟავა: ითვლება ტვინის უჯრედების მნიშვნელოვანი საკვებად, აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს და ამცირებს ალკოჰოლისადმი მიდრეკილებას.
    ✔ ინოზიტოლი: აუცილებელია ღვიძლის სამკურნალოდ. იგი ჩართულია ორგანიზმიდან კანცეროგენების გამოდევნის პროცესში, ასევე გამოდევნის ქალის ჭარბი რაოდენობით ჰორმონების. ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას.
    ✔ თიამინი: რეკომენდებულია ნერვული სისტემის პრობლემების, დაღლილობის, უძილობის, გულის რითმის დარღვევის, დისპნოზის დროს.
    ✔ ტიროზინი: მას გააჩნია დაბერების საწინააღმდეგო თვისებები. არსებობს სამედიცინო მტკიცებულებები იმისა, რომ თიროზინი ხელს უშლის გაჭაღარავებას. მეცნიერებმა ამ ნივთიერებას "ახალგაზრდობის ელექსირი" უწოდეს.
    ✔ ფიკოციანინი: ეს არის ლურჯი პიგმენტი, რომელსაც სამეცნიერო საზოგადოება დღსდღეობით საკმად დიდ ყურადღებას უთმობს. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ეს არის ერთადერთი კომპონენტი, რომელიც ნაპოვნია ბუნებაში, რომელსაც შეუძლია კიბოს უჯრედების ზრდის ინჰიბიცია. სპირულინის გარდა, პლანეტაზე არცერთ მცენარის შემადგენლობაში არ აღმოჩნდა ფიქოციანინი.
    ✔ ფოლიუმის მჟავა: აუცილებელია ადამიანის ორგანიზმში ჰემოგლობინის წარმოსაქმნელად - ცისტინი: მნიშვნელოვან როლს ასრულებს პანკრეასის მუშაობაში.

1. ანტიოქსიდანტური მხარდაჭერა 💙

დღეს ჩვენი ორგანიზმი ყოველდღიურად ექვემდებარება სხვადასხვა სახის სტრესს — არასრულფასოვან კვებას, გარემოს ზემოქმედებას, დაღლილობასა და ცხოვრების დატვირთულ რიტმს. სპირულინაში არსებული ფიკოციანინი და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებები საინტერესოა სწორედ ანტიოქსიდანტური მხარდაჭერის თვალსაზრისით. ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ ორგანიზმის დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

2. ცილის დამატებითი წყარო 🌱

სპირულინას ერთ-ერთი გამორჩეული თვისება მისი მაღალი ცილოვანი შემცველობაა. სწორედ ამიტომ ის შეიძლება განსაკუთრებით საინტერესო იყოს მათთვის, ვისაც ყოველდღიურ კვებაში მცენარეული ცილის დამატება სურს.

ცილა აუცილებელია კუნთოვანი ქსოვილისთვის, უჯრედების აღდგენისთვის, ფერმენტებისა და ჰორმონების წარმოქმნისთვის და ორგანიზმის ზოგადი ფუნქციონირებისთვის. თუმცა სპირულინა სრულფასოვან კვებას არ ცვლის — ის მხოლოდ მისი დამატება შეიძლება იყოს.

3. ენერგია და აქტიური ცხოვრების წესი ⚡

სპირულინას ხშირად იყენებენ ფიზიკურად აქტიური ადამიანებიც. მისი ცილოვანი შემადგენლობა და მიკროელემენტები შეიძლება სასარგებლო დამატება იყოს დაბალანსებული კვების ფონზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფიზიკური დატვირთვა იზრდება.

4. სპირულინა და ქოლესტერინი ❤️

"ცუდი" ქოლესტერინის (LDL) მაღალი დონე გულ-სისხლძარღვთა სისტემის მრავალი დაავადების განვითარების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია. კვლევების საფუძველზე ჩანს, რომ სპირულინას გამოყენება შეიძლება ხელი შეუწყოს LDL დონის შემცირებას, ხოლო "კარგი" ქოლესტერინის (HDL) პროპორციის გაზრდას. მწვანე წყალმცენარე ასევე ამცირებს სისხლში ტრიგლიცერიდების რაოდენობას.
სპირულინას ერთი გრამი დღეში ამცირებს ტრიგლიცერიდების დონეს 16,3%-ით და LDL-ის დონეს 10,1%-ით .
სპირულინა იცავს ქოლესტერინს დაჟანგვისგან.
"
ცუდი" ქოლესტერინი ასევე შეიძლება გახდეს ოქსიდაციური სტრესის მსხვერპლი. თავისუფალი რადიკალების გავლენის ქვეშ, ის კიდევ უფრო მავნე ხდება, რადგან გამოყოფს ოქსისტეროლებს, ნივთიერებებს, რომლებიც ასტიმულირებენ ანთებით პროცესებს, ეს კი შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების განადგურება და მრავალი დაავადება, როგორიცაა ათეროსკლეროზი, იშემია და ინსულტი . გარდა ამისა, ეს ნივთიერებები გვხვდება საკვებში. სპირულინა ეფექტურად ამცირებს ქოლესტერინის დაჟანგვას და იცავს ორგანიზმს ოქსისტეროლებისგან .

5. დიაბეტის დროს

სპირულინა ხშირად ინიშნება მეორე ტიპის დიაბეტის დროს.
დადასტურებლია, რომ რეგულარული გამოყენებისას სპირულინა ტაბლეტებში მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას 6 კვირის შემდეგ. ასეთ მშვენიერ ეფექტურ წყალმცენარეს ართრიტის, გულის დაავადებებისა და მრავალი ვირუსული ინფექციის არამარტო პროფილაქტიკისთვის, არამედ სამკურნალოდაც ნიშნავენ. სპირულინა ტაბლეტებში ამსუბუქებს მდგომარეობას გრიპის, ჰერპეს დროს და ამცირებს ალერგიის გამოვლინებებს. გარდა ამისა, ასეთი მოლურჯო, მომწვანო წყალმცენარე ხელს უწყობს იმუნიტეტის ზრდას და ამცირებს სისხლის წნევას. სპირულინა ამცირებს ჰისტამინის წარმოქმნას -რომელიც დაავადების მრავალი სიმპტომებზეა პასუხისმგებელი და თან ახლავს ალერგიული გამოვლინებებიც.
ანტიოქსიდანტურ, ანტიბაქტერიულ, ანტივირუსულ, ანტისიმსივნურ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებთან ერთად, სპირულინა ტაბლეტებში ასევე გამოიყენება როგორც ანტიჰისტამინური ბიო საშუალება.

 

6. იმუნური სისტემის მხარდაჭერა 🛡️

კარგი იმუნური სისტემისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთო სურათი: დაბალანსებული კვება + კარგი ძილი + მოძრაობა + სტრესის მართვა + საჭიროების შემთხვევაში სწორად შერჩეული დანამატები. არც ერთი დანამატი ცალკე ვერ ჩაანაცვლებს ამ საფუძვლებს.

7. ჯანსაღი კანი ✨

სპირულინას ხშირად უკავშირებენ კანისა და ზოგადად ჯანსაღი დაბერების მხარდაჭერასაც. მისი პოპულარობა ამ მიმართულებით ძირითადად დაკავშირებულია ანტიოქსიდანტურ ნივთიერებებთან, მცენარეულ ცილასთან და მიკროელემენტებთან. საუკეთესო შედეგი კვლავ კომპლექსური მიდგომით მიიღება — სწორი კვება, წყალი, ძილი, ფიზიკური აქტივობა და მზისგან დაცვა. თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია

 სპირულინას სარგებლობა პიგმენტური ლაქებისთვის: სპირულინა შეიცავს ფიკოციანინს, ბეტა-კაროტინს, ვიტამინ C-სა და E-ს — ისინი ამცირებენ თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას და იცავენ კანს დაზიანებისგან. ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებას, რაც აუმჯობესებს კანის გარეგნობას. ასუფთავებს ორგანიზმს მძიმე მეტალებისაგან. შეიცავს პროტეინს, B ვიტამინებსა და რკინას — ყველა ეს ელემენტი მნიშვნელოვანია კანის ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად.

როგორ მივიღოთ სპირულინა?

სპირულინა იყიდება ტაბლეტების, კაფსულებისა და ფხვნილის სახით. დოზა სხვადასხვა პროდუქტისთვის განსხვავებული შეიძლება იყოს, ამიტომ ყველაზე სწორი მიდგომაა კონკრეტული მწარმოებლის ეტიკეტზე მითითებული დოზირების დაცვა და რეკომენდებული დღიური რაოდენობის არ გადაჭარბება.

ვის სჭირდება მეტი სიფრთხილე?

სპირულინას ან სხვა საკვები დანამატის დაწყებამდე ექიმთან კონსულტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ, გაქვთ ქრონიკული დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, დიაბეტი, აუტოიმუნური მდგომარეობა ან რეგულარულად იღებთ მედიკამენტებს — მათ შორის სისხლის გამათხელებელ, წნევის ან სისხლში შაქრის დამარეგულირებელ პრეპარატებს.

როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სპირულინა?

  • მწარმოებელი — შეარჩიეთ სანდო ბრენდი.
  • წარმოშობა და ხარისხის კონტროლი — წყალმცენარეების პროდუქტებში სისუფთავე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
  • დოზა — გადაამოწმეთ რამდენი მილიგრამი ან გრამი სპირულინაა ერთ ულუფაში.
  • შემადგენლობა — ნახეთ, შეიცავს მხოლოდ სპირულინას თუ დამატებით სხვა კომპონენტებსაც.
  • ეტიკეტი და ვადა — ყოველთვის გადაამოწმეთ მწარმოებლის ინფორმაცია და ვარგისიანობის ვადა.

Elistore-ში ხელმისაწვდომი სპირულინა 🌿

თუ სპირულინის დამატება გსურთ ყოველდღიურ კვებაში, Elistore-ზე შეგიძლიათ გაეცნოთ ამჟამად ხელმისაწვდომ ვარიანტებს:

პროდუქტის გვერდზე ერთი კლიკით შეგიძლიათ ნახოთ კონკრეტული ფორმის შემადგენლობა, დოზირება და სხვა დეტალები.

👉 ნახეთ OstroVit-ის სპირულინა Elistore-ზე

Elistore-ის ხედვა 🌿

ჩვენთვის ნებისმიერი საკვები დანამატის შერჩევისას მთავარი პრინციპი მარტივია: დანამატი უნდა ავსებდეს ჯანსაღ ცხოვრების წესს და არა ცვლიდეს მას.

სპირულინაც სწორედ ასე უნდა განვიხილოთ — როგორც საკვები ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტი, რომელიც სწორ კვებასთან, მოძრაობასთან და ხარისხიან ძილთან ერთად შეიძლება გახდეს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი.

თუ პროდუქტის შერჩევა გიჭირთ, Elistore-ში დაგეხმარებით შემადგენლობისა და დოზირების შეფასებაში.

👉 Elistore-ის პროდუქტების ნახვა


მნიშვნელოვანი ინფორმაცია: საკვები დანამატი არ წარმოადგენს მედიკამენტს. ორსულობის ან მედიკამენტების მიღების შემთხვევაში დანამატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.