{"product_id":"fito-medic-s-უსუნო-ნიორი-6000-მგ-200-რბილი-კაფსულა","title":"Fito Medic’s უსუნო ნიორი 6000 მგ — 200 რბილი კაფსულა","description":"\u003cp\u003e\u003cstrong\u003eFito Medic’s Odorless Garlic 6000 მგ\u003c\/strong\u003e არის მაღალი კონცენტრაციის უსუნო ნივრის ზეთის საკვები დანამატი. თითო რბილი კაფსულა შეიცავს 60 მგ ნივრის ზეთს — 100:1 კონცენტრირებულ ექსტრაქტს, რაც მწარმოებლის მიხედვით 6000 მგ ახალი ნივრის ეკვივალენტია.\u003c\/p\u003e\n\u003ch3\u003eრისთვის შეიძლება იყოს სასარგებლო?\u003c\/h3\u003e\n\u003cul\u003e\n\u003cli\u003eგულ-სისხლძარღვთა სისტემის ყოველდღიური მხარდაჭერისთვის;\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003eსისხლის ნორმალური მიმოქცევის მხარდასაჭერად;\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003eიმუნური სისტემის ბუნებრივი მხარდაჭერისთვის;\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003eანტიოქსიდანტური დაცვისა და საერთო კეთილდღეობის მხარდასაჭერად;\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003eმათთვის, ვისაც სურს ნივრის მიღება მკვეთრი სუნისა და გემოს გარეშე.\u003c\/li\u003e\n\u003c\/ul\u003e\n\u003ch3\u003eშემადგენლობა — 1 რბილ კაფსულაში\u003c\/h3\u003e\n\u003cul\u003e\n\u003cli\u003eუსუნო ნივრის ზეთი (ბოლქვი, \u003cem\u003eAllium sativum\u003c\/em\u003e) — 60 მგ;\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e100:1 კონცენტრირებული ექსტრაქტი;\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003eახალი ნივრის ეკვივალენტი — 6000 მგ.\u003c\/li\u003e\n\u003c\/ul\u003e\n\u003ch3\u003eდამხმარე ინგრედიენტები\u003c\/h3\u003e\n\u003cp\u003eჟელატინი, მცენარეული გლიცერინი და გაწმენდილი წყალი.\u003c\/p\u003e\n\u003ch3\u003eმიღების წესი\u003c\/h3\u003e\n\u003cp\u003eმოზრდილებისთვის: მიიღეთ 1 რბილი კაფსულა დღეში, სასურველია საკვებთან ერთად. არ გადააჭარბოთ ეტიკეტზე მითითებულ დოზას.\u003c\/p\u003e\n\u003ch3\u003eშეფუთვა და კურსი\u003c\/h3\u003e\n\u003cul\u003e\n\u003cli\u003e200 სწრაფად ხსნადი რბილი კაფსულა;\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e1 პორცია = 1 კაფსულა;\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e200 პორცია შეფუთვაში;\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003eდღეში 1 კაფსულის მიღებისას შეფუთვა გათვლილია დაახლოებით 200 დღეზე.\u003c\/li\u003e\n\u003c\/ul\u003e\n\u003ch3\u003eარ შეიცავს\u003c\/h3\u003e\n\u003cp\u003eხელოვნურ არომატს ან დამატკბობელს, კონსერვანტებს, შაქარს, სახამებელს, რძეს, ლაქტოზას, ხორბალს, საფუარსა და თევზს. პროდუქტი არ შეიცავს დამატებულ ნატრიუმს.\u003c\/p\u003e\n\u003ch3\u003eგაფრთხილება\u003c\/h3\u003e\n\u003cp\u003eორსულობის, ძუძუთი კვების, ქრონიკული მდგომარეობის ან მედიკამენტების მიღებისას გამოყენებამდე გაიარეთ ექიმის კონსულტაცია. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ასპირინის, ანტიკოაგულანტების ან სხვა სისხლის გამათხელებელი საშუალებების მიღებისას და დაგეგმილი ოპერაციის წინ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, გრილ და მშრალ ადგილას, სინათლისგან დაცულად.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cspan\u003eრატომ არის სასარგებლო ნიორი\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eალტერნატიული მედიცინის მიმდევრები გვარწმუნებენ, რომ ნიორი ებრძვის მავნე მიკრობებს და თავისუფალ რადიკალებს, ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტეროლის დონეს, ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის კიბოს... ზოგი ამ თვისებათაგანი კვლევას მოითხოვს, ზოგი კი უკვე მეცნიერულადაც არის დამტკიცებული.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003eკვებითი ღირებულება\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cem\u003e10 გ თერმულად დამუშავებული ნიორი შეიცავს:\u003c\/em\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e6,1 გ წყალს\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e2,9 გ ნახშირწყლებს\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e0,6 გ ცილას\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e0,2 გ ბოჭკოს\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003e10 გ თერმულად დამუშავებული ნივრის ვიტამინოვანი შემადგენლობა\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e(ფრჩხილებში მოცემულია სადღეღამისო ნორმა)\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eვიტამინი B1 (თიამინი) -17,1 მკგ (1,100 მკგ)\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 7,3 მკგ (1,200 მკგ)\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eვიტამინი B3 (ნიაცინი, ნიკოტინის მჟავა) – 52,3 მკგ (15000 მკგ)\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) – 13.4 მკგ (6000 მკგ)\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 33.1 მკგ (1. 500 მკგ)\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eვიტამინი B7 (ბიოტინი) – 0,1 მკგ (100 მკგ)\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) – 1,3 მკგ (400 მკგ)\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eვიტამინი C – 1,1 მგ (100 მგ)\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eვიტამინი E (ტოკოფეროლის ეკვივალენტი) – 1,1 მკგ\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003e10 გ თერმულად დამუშავებული ნივრის მინერალოვანი შემადგენლობა\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e(ფრჩხილებში მოცემულია სადღეღამისო ნორმა)\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eკალციუმი – 4 მგ (1000 მგ)\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eმაგნიუმი – 3.2 მგ (350 მგ)\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eკალიუმი – 45.3 მგ (4000 მგ)\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eრკინა – 0.1 მგ (12.5 მგ)\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eთუთია – 0.05 მგ ( 8.5 მგ )\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eსპილენძი – 0.016 მგ (1.25 მგ)\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eფოსფორი – 13.9 მგ ( 700 მგ)\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eნატრიუმი -1,8 მგ (1500 მგ)\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eქლორი – 3,3 მგ (2300 მგ)\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eგოგირდი  – 5.5 მგ\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eმანგანუმი – 0.05 მგ ( 3.5 მგ )\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eფთორი – 0.005 მგ (3.8 მგ)\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e* შესაძლოა მცირე განსხვავება ჯიშის, მოყვანის ადგილისა და პირობების მიხედვით.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003eალიცინი, აჯოენი, საპონინები\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eჯანმრთელობაზე ნივრის დადებითი ზემოქმედება, რასაკვირველია, მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების ერთობლივ მოქმედებას მიეწერება, მაგრამ მათ შორის წამყვანი ადგილი ალიცინს უჭირავს, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ ნივრის სპეციფიკურ სუნს.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eალიცინი მას შემდეგ წარმოიქმნება, რაც ნიორში შემავალი გოგირდოვანი ამინმჟავა ალიინი (Alliin) კონტაქტში შევა ნივრის დაჭრისას, დაკეპვისას ან ღეჭვისას უჯრედებიდან გამოთავისუფლებულ ფერმენტ ალიინაზასთან (Alliinase).\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eგოგირდორგანული ნაერთია აჯოენიც. ის შლის სისხლის შემდედებელ ნივთიერება ფიბრინს, რითაც ხელს უშლის ჰიპერკოაგულაციას (სისხლის მომატებულ შედედებას) და ამცირებს თრობოზისა და ინსულტის განვითარების რისკს, თანაც ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eსაპონინები, მცენარეული ნივთიერებები, ხელს უწყობს ქოლესტეროლის დონის დაქვეითებას და ფოლაქების წარმოქმნისგან იცავს სისხლძარღვების კედლებს, უზრუნველყოფს მათ სიმტკიცეს და სისხლის ნორმალურ მოძრაობას.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003eუხდება გულს\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eნივრის ექსტრაქტი ხელს უშლის სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას, ამიტომ საუკეთესოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის. ერთ-ერთი კვლევის მონაწილეებს, რომლებსაც  სისხლში ქოლესტეროლისა და ცხიმის მაღალი დონე აღენიშნებოდათ, 12 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად აძლევდნენ ნივრის ექსტრაქტს. კვლევის დასასრულს ანალიზმა აჩვენა, რომ ცუდი ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების დონემ საგრძნობლად დაიწია.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eსასურველი ეფექტისთვის ნიორი, სულ ცოტა, 8 კვირის განმავლობაში უწყვეტად უნდა მიიღოთ.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003eბუნებრივი ანტიბიოტიკი\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eხალხურ მედიცინაში ნიორს დიდი ხანია იყენებენ გაციებისა და ნაწლავური პრობლემების – შებერილობის, სპაზმური ტკივილის – სამკურნალოდ.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eკვლევების თანახმად, ალიცინს  მიკრობების გამანადგურებელი თვისება აქვს. ის მოქმედებს ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების, პარაზიტების წინააღმდეგ. ამის გამო ნიორს ბუნებრივ ანტიბიოტიკსაც უწოდებენ, რომელიც, ქიმიური ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით,  არათუ არ აზიანებს ნაწლავურ ფლორას, არამედ ხელსაც კი უწყობს მის განვითარებას, და ვინაიდან ამ უკანასკნელს უდიდესი როლი აკისრია იმუნიტეტის გამართულ მუშაობაში, გამოდის, რომ ნიორი იმუნიტეტის გაძლიერებაშიც ეხმარება ორგანიზმს. მოწესრიგებული ნაწლავური მიკრობიოტა კი ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისებას.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eმეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნივრის ექსტრაქტს ასევე შეუძლია, შეამციროს C-რეაქტიული ცილის – ანთების ერთ-ერთი მარკერის – დონე.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003eშარდის ბუშტის ანთების დროს\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ საშარდე გზების ინფექციის მქონე ადამიანების შარდში არსებული 166 ბაქტერიული შტამიდან ნახევარზე მეტი (56%)  ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი, რეზისტენტული იყო, სხვა კვლევის თანახმად კი საშარდე გზებში არსებული რეზისტენტული ანტიბიოტიკები ნივრის ექსტრაქტმა გაანადგურა.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003eიცავს ღვიძლს\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eნიორი აძლიერებს ღვიძლის უჯრედების კედლებს და აუმჯობესებს დეტოქსიკაციის ფუნქციას, ასე რომ, შეიძლება გამოვიყენოთ მძიმე ლითონებით (ვერცხლისწყალი, კადმიუმი) მოწამვლისას და ალკოჰოლური თრობის უარყოფითი შედეგების შესამსუბუქებლად.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003eკიბოს პრევენცია და თერაპია\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eნივრის კიბოს საწინააღმდეგო თვისებები უკვე რამდენიმე კვლევით არის დადასტურებული. აღმოჩნდა, რომ ალიცინი ხელს უწყობს სიმსივნური უჯრედების განადგურებას და ამით კიბოს გავრცელებას ანელებს.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ნივრის რეგულარული მიღება ამცირებს კუჭის, ყელის, საყლაპავის, პროსტატის, ფილტვისა და მკერდის კიბოს განვითარების რისკს.\u003c\/p\u003e","brand":"Fito Medic's","offers":[{"title":"Default Title","offer_id":67572625735785,"sku":"FMD-GARLIC-6000-200","price":55.0,"currency_code":"GEL","in_stock":false}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0780\/6687\/6521\/files\/fito-medics-odorless-garlic-6000mg-front.png?v=1790838445","url":"https:\/\/elistore.ge\/ru\/products\/fito-medic-s-%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%9d-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98-6000-%e1%83%9b%e1%83%92-200-%e1%83%a0%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%90","provider":"elistore.ge","version":"1.0","type":"link"}