Fito Medic's უსუნო ნიორი 6000 მგ — 200 რბილი კაფსულა, წინა მხარე

Fito Medic’s უსუნო ნიორი 6000 მგ — 200 რბილი კაფსულა

55.00 GEL
Цена со скидкой  55.00 GEL Обычная цена 
Перейти к информации о продукте
Fito Medic's უსუნო ნიორი 6000 მგ — 200 რბილი კაფსულა, წინა მხარე

Fito Medic’s უსუნო ნიორი 6000 მგ — 200 რბილი კაფსულა

55.00 GEL
Цена со скидкой  55.00 GEL Обычная цена 

Fito Medic’s Odorless Garlic 6000 მგ არის მაღალი კონცენტრაციის უსუნო ნივრის ზეთის საკვები დანამატი. თითო რბილი კაფსულა შეიცავს 60 მგ ნივრის ზეთს — 100:1 კონცენტრირებულ ექსტრაქტს, რაც მწარმოებლის მიხედვით 6000 მგ ახალი ნივრის ეკვივალენტია.

რისთვის შეიძლება იყოს სასარგებლო?

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის ყოველდღიური მხარდაჭერისთვის;
  • სისხლის ნორმალური მიმოქცევის მხარდასაჭერად;
  • იმუნური სისტემის ბუნებრივი მხარდაჭერისთვის;
  • ანტიოქსიდანტური დაცვისა და საერთო კეთილდღეობის მხარდასაჭერად;
  • მათთვის, ვისაც სურს ნივრის მიღება მკვეთრი სუნისა და გემოს გარეშე.

შემადგენლობა — 1 რბილ კაფსულაში

  • უსუნო ნივრის ზეთი (ბოლქვი, Allium sativum) — 60 მგ;
  • 100:1 კონცენტრირებული ექსტრაქტი;
  • ახალი ნივრის ეკვივალენტი — 6000 მგ.

დამხმარე ინგრედიენტები

ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი და გაწმენდილი წყალი.

მიღების წესი

მოზრდილებისთვის: მიიღეთ 1 რბილი კაფსულა დღეში, სასურველია საკვებთან ერთად. არ გადააჭარბოთ ეტიკეტზე მითითებულ დოზას.

შეფუთვა და კურსი

  • 200 სწრაფად ხსნადი რბილი კაფსულა;
  • 1 პორცია = 1 კაფსულა;
  • 200 პორცია შეფუთვაში;
  • დღეში 1 კაფსულის მიღებისას შეფუთვა გათვლილია დაახლოებით 200 დღეზე.

არ შეიცავს

ხელოვნურ არომატს ან დამატკბობელს, კონსერვანტებს, შაქარს, სახამებელს, რძეს, ლაქტოზას, ხორბალს, საფუარსა და თევზს. პროდუქტი არ შეიცავს დამატებულ ნატრიუმს.

გაფრთხილება

ორსულობის, ძუძუთი კვების, ქრონიკული მდგომარეობის ან მედიკამენტების მიღებისას გამოყენებამდე გაიარეთ ექიმის კონსულტაცია. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ასპირინის, ანტიკოაგულანტების ან სხვა სისხლის გამათხელებელი საშუალებების მიღებისას და დაგეგმილი ოპერაციის წინ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, გრილ და მშრალ ადგილას, სინათლისგან დაცულად.

რატომ არის სასარგებლო ნიორი

ალტერნატიული მედიცინის მიმდევრები გვარწმუნებენ, რომ ნიორი ებრძვის მავნე მიკრობებს და თავისუფალ რადიკალებს, ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტეროლის დონეს, ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის კიბოს... ზოგი ამ თვისებათაგანი კვლევას მოითხოვს, ზოგი კი უკვე მეცნიერულადაც არის დამტკიცებული.

კვებითი ღირებულება

10 გ თერმულად დამუშავებული ნიორი შეიცავს:

6,1 გ წყალს

2,9 გ ნახშირწყლებს

0,6 გ ცილას

0,2 გ ბოჭკოს

10 გ თერმულად დამუშავებული ნივრის ვიტამინოვანი შემადგენლობა

(ფრჩხილებში მოცემულია სადღეღამისო ნორმა)

ვიტამინი B1 (თიამინი) -17,1 მკგ (1,100 მკგ)

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 7,3 მკგ (1,200 მკგ)

ვიტამინი B3 (ნიაცინი, ნიკოტინის მჟავა) – 52,3 მკგ (15000 მკგ)

ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) – 13.4 მკგ (6000 მკგ)

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 33.1 მკგ (1. 500 მკგ)

ვიტამინი B7 (ბიოტინი) – 0,1 მკგ (100 მკგ)

ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) – 1,3 მკგ (400 მკგ)

ვიტამინი C – 1,1 მგ (100 მგ)

ვიტამინი E (ტოკოფეროლის ეკვივალენტი) – 1,1 მკგ

10 გ თერმულად დამუშავებული ნივრის მინერალოვანი შემადგენლობა

(ფრჩხილებში მოცემულია სადღეღამისო ნორმა)

კალციუმი – 4 მგ (1000 მგ)

მაგნიუმი – 3.2 მგ (350 მგ)

კალიუმი – 45.3 მგ (4000 მგ)

რკინა – 0.1 მგ (12.5 მგ)

თუთია – 0.05 მგ ( 8.5 მგ )

სპილენძი – 0.016 მგ (1.25 მგ)

ფოსფორი – 13.9 მგ ( 700 მგ)

ნატრიუმი -1,8 მგ (1500 მგ)

ქლორი – 3,3 მგ (2300 მგ)

გოგირდი  – 5.5 მგ

მანგანუმი – 0.05 მგ ( 3.5 მგ )

ფთორი – 0.005 მგ (3.8 მგ)

* შესაძლოა მცირე განსხვავება ჯიშის, მოყვანის ადგილისა და პირობების მიხედვით.

ალიცინი, აჯოენი, საპონინები

ჯანმრთელობაზე ნივრის დადებითი ზემოქმედება, რასაკვირველია, მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების ერთობლივ მოქმედებას მიეწერება, მაგრამ მათ შორის წამყვანი ადგილი ალიცინს უჭირავს, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ ნივრის სპეციფიკურ სუნს.

ალიცინი მას შემდეგ წარმოიქმნება, რაც ნიორში შემავალი გოგირდოვანი ამინმჟავა ალიინი (Alliin) კონტაქტში შევა ნივრის დაჭრისას, დაკეპვისას ან ღეჭვისას უჯრედებიდან გამოთავისუფლებულ ფერმენტ ალიინაზასთან (Alliinase).

გოგირდორგანული ნაერთია აჯოენიც. ის შლის სისხლის შემდედებელ ნივთიერება ფიბრინს, რითაც ხელს უშლის ჰიპერკოაგულაციას (სისხლის მომატებულ შედედებას) და ამცირებს თრობოზისა და ინსულტის განვითარების რისკს, თანაც ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე.

საპონინები, მცენარეული ნივთიერებები, ხელს უწყობს ქოლესტეროლის დონის დაქვეითებას და ფოლაქების წარმოქმნისგან იცავს სისხლძარღვების კედლებს, უზრუნველყოფს მათ სიმტკიცეს და სისხლის ნორმალურ მოძრაობას.

უხდება გულს

ნივრის ექსტრაქტი ხელს უშლის სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას, ამიტომ საუკეთესოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის. ერთ-ერთი კვლევის მონაწილეებს, რომლებსაც  სისხლში ქოლესტეროლისა და ცხიმის მაღალი დონე აღენიშნებოდათ, 12 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად აძლევდნენ ნივრის ექსტრაქტს. კვლევის დასასრულს ანალიზმა აჩვენა, რომ ცუდი ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების დონემ საგრძნობლად დაიწია.

სასურველი ეფექტისთვის ნიორი, სულ ცოტა, 8 კვირის განმავლობაში უწყვეტად უნდა მიიღოთ.

ბუნებრივი ანტიბიოტიკი

ხალხურ მედიცინაში ნიორს დიდი ხანია იყენებენ გაციებისა და ნაწლავური პრობლემების – შებერილობის, სპაზმური ტკივილის – სამკურნალოდ.

კვლევების თანახმად, ალიცინს  მიკრობების გამანადგურებელი თვისება აქვს. ის მოქმედებს ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების, პარაზიტების წინააღმდეგ. ამის გამო ნიორს ბუნებრივ ანტიბიოტიკსაც უწოდებენ, რომელიც, ქიმიური ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით,  არათუ არ აზიანებს ნაწლავურ ფლორას, არამედ ხელსაც კი უწყობს მის განვითარებას, და ვინაიდან ამ უკანასკნელს უდიდესი როლი აკისრია იმუნიტეტის გამართულ მუშაობაში, გამოდის, რომ ნიორი იმუნიტეტის გაძლიერებაშიც ეხმარება ორგანიზმს. მოწესრიგებული ნაწლავური მიკრობიოტა კი ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისებას.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნივრის ექსტრაქტს ასევე შეუძლია, შეამციროს C-რეაქტიული ცილის – ანთების ერთ-ერთი მარკერის – დონე.

შარდის ბუშტის ანთების დროს

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ საშარდე გზების ინფექციის მქონე ადამიანების შარდში არსებული 166 ბაქტერიული შტამიდან ნახევარზე მეტი (56%)  ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი, რეზისტენტული იყო, სხვა კვლევის თანახმად კი საშარდე გზებში არსებული რეზისტენტული ანტიბიოტიკები ნივრის ექსტრაქტმა გაანადგურა.

იცავს ღვიძლს

ნიორი აძლიერებს ღვიძლის უჯრედების კედლებს და აუმჯობესებს დეტოქსიკაციის ფუნქციას, ასე რომ, შეიძლება გამოვიყენოთ მძიმე ლითონებით (ვერცხლისწყალი, კადმიუმი) მოწამვლისას და ალკოჰოლური თრობის უარყოფითი შედეგების შესამსუბუქებლად.

კიბოს პრევენცია და თერაპია

ნივრის კიბოს საწინააღმდეგო თვისებები უკვე რამდენიმე კვლევით არის დადასტურებული. აღმოჩნდა, რომ ალიცინი ხელს უწყობს სიმსივნური უჯრედების განადგურებას და ამით კიბოს გავრცელებას ანელებს.

ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ნივრის რეგულარული მიღება ამცირებს კუჭის, ყელის, საყლაპავის, პროსტატის, ფილტვისა და მკერდის კიბოს განვითარების რისკს.

Вам также может понравиться