გადაზიდვა
მიწოდების პოლიტიკა
Elistore ახორციელებს შეკვეთების მიწოდებას საქართველოს მასშტაბით.
მიწოდების ღირებულება
- 100 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთა — უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით.
- 100 ლარამდე შეკვეთა — საქართველოს ფოსტით ფილიალამდე 14 ლარი, მისამართზე 19 ლარი.
- საჩხერის ტერიტორიაზე — Elistore-ის მიწოდება უფასოა; წინასწარი შეთანხმებით შესაძლებელია ადგილზე გადახდაც.
შეკვეთის დამუშავება და სავარაუდო ვადები
მარაგში არსებული პროდუქტის შეკვეთა ჩვეულებრივ მუშავდება 1–2 სამუშაო დღის განმავლობაში. გაგზავნის შემდეგ საქართველოს მასშტაბით მიწოდების სავარაუდო ვადაა 1–5 სამუშაო დღე. საჩხერის ტერიტორიაზე მიწოდება ჩვეულებრივ ხორციელდება 1–2 სამუშაო დღეში, წინასწარი შეთანხმებით.
თუ პროდუქტი წინასწარ შეკვეთაზეა, დროებით არ არის მარაგში ან საჭიროებს დამატებით ჩამოტანას, მომხმარებელს შეკვეთის დადასტურებამდე ან დაუყოვნებლივ შემდეგ ეცნობება მოსალოდნელი ვადა.
შეკვეთის გაგზავნის შემდეგ მომხმარებელს მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია მიწოდების შესახებ. საკურიერო ან საფოსტო მომსახურების, უქმე დღეების, ამინდის, მისამართის სირთულის ან სხვა Elistore-ის კონტროლს მიღმა გარემოების გამო მიწოდების ვადა შეიძლება შეიცვალოს.
კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 593 48 12 34 (WhatsApp) ან burdzenidze.eli@gmail.com.